არქივი
კომენტარი
მარგველაშვილი უნდა გადადგეს, თუ უნდა პოლიტიკაში დარჩენა - ვახტანგ ძაბირაძე
გიორგი მარგველაშვილს თუ უნდა პოლიტიკაში დარჩენა, უნდა გადადგეს, სანამ მეორე მოსმენით მიიღებენ კონსტიტუციას, - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ ,,რეზონანსთან’’ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა იმ განცხადებების კომენტირებისას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნება.
ძაბირაძის შეფასებით, პოლიტიკურად სწორი იყო ხელისუფლების ის პოზიცია, რომლის თანახმადაც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კვლავაც პირდაპირი წესით უნდა ჩატარდეს, არაპირდაპირი წესით კი, პრეზიდენტი 2023 წლიდან უნდა აირჩიონ.
,,ეს არ იყო კომპრომისი, უბრალოდ არ იქნებოდა საუბარი, რომ ერთი კაცის გამო ცვლიან კონსტიტუციას. ეს თემა, რომ მოხსნილიყო, ამიტომ იქნებოდა გადაწყვეტილება სწორი’’, - აცხადებს ძაბირაძე.
კითხვაზე, ჰგავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებები პოლიტიკურ ვაჭრობას ან შანტაჟს, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ,,მარგველაშვილისთვის ეს არაფერს არ ცვლის.’’
,,პრეზიდენტი რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, იმას ვერ ვხვდები. თუ ახლა შეცვლიან და ახლავე შემოიღებენ ამას, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მართლაც ერთი კაცის ჯიბრზე აკეთებს კონსტიტუციაში ამ შესწორებას.
ამ შემთხვევაში მარგველაშვილს აქვს მოქმედების დიაპაზონი. რას გადაწყვეტს, არ ვიცი, მაგრამ მას თუ უნდა პოლიტიკაში დარჩენა, უნდა გადადგეს, სანამ მეორე მოსმენით მიიღებენ კონსტიტუციას’’, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

