უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
მსოფლიო


მასშტაბური ხანძარი უკრაინაში - დაშავდა 2 ადამიანი, ევაკუირებულია დაახლოებით 30 000 ადამიანი
უკრაინაში, დასახლებულ პუნქტ კალინოვკაში, ქალაქ ვინიციდან 20 კილომეტრში იარაღის საწყობი აფეთქდა.
ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია 112 Украина-ის ეთერში ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანდრეი გიჟკომ განაცხადა, მათ სერიოზული ტრავმები არ აღენიშნებათ.
„ორმა ქალბატონმა მიმართა სამედიცინო დახმარების თხოვნით, მძიმე ტრავმები არაა“, -აღნიშნა გიჟკომ.
კალინოვკის რაიონიდან 28.300 ადამიანია ევაკუირებული, საავადმყოფოებიდან 180 პაციენტი გაიყვანეს.
ვინიცის რაიონიდან 1366 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ხალხს ანაწილებენ ვინიცის რაიონულ საავადმყოფოში და საოლქო სკოლებში.
მომხდარის გამო შეიცვალა 14 მატარებლის მარშრუტი, ასევე ევაკუირებულია 4 სარკინიგზო ხაზის თანამშრომლები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურმა 4 საცხოვრებელ სახლში ხანძრის ლიკვიდირება მოახერხა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწყობის 10 %-ს, ხოლო ცეცხლის გავრცელების ტერიტორიის ნახევარში საბრძოლო მასალა არ ინახება.
შეიარაღებული ძალების გენშტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბოგდან სენიკამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავენ დივერსიის შესაძლებლობას.
გადაკეტილია ვინიცა-ჟიტომირი-კიევის ტრასა. მაშველების ინფორმაციით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ არ იყოს დაშვებული მანქანების თავმოყრა.
ხანძარი გუშინ, კიევის დროით საღამოს 9 საათზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ვინიცის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქების სამართალდამცველები.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამხედრო საწყობში 188 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ინახება. არსენალი 60 ჰექტარ ფართობზეა გაშლილი. საბრძოლო იარაღს შორის არის რაკეტები „სმერჩი“, „ურაგანი“ და „გრადი“.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 691 ადამიანი და 149 ცალი ტექნიკა.
ანა მებურიშვილი

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი
9 ოქტომბერი, 2025 , 08:55