უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 დეკემბერი, 2017 14:55
font-size

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით საზმაუში კორუფციის რისკი გაიზრდება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობომ იმ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არხზე ვლინდება.

კვლევის ავტორებმა მოუწოდეს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

„გამჭვირვალობის“ შეფასებით, საზმაუსთვის სარეკლამო ბაზარზე შემოსვლის უფლების მინიჭებით ზარალდებიან სხვა ტელევიზიები, რადგან მათ არ აქვთ სტაბილური შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით. ეს ფაქტი არათანაბარ გარემოს ქმნის მედიაბაზარზე. ორგანიზაციის შეფასებით, მაუწყებლის ზოგიერთი ტენდერი, ასევე დასაქმების პოლიტიკა ეჭვს ბადებს. პრობლემურია ისიც, რომ მაუწყებელზე ზოგი გადაცემა შეჩერდა, რის გამოც არხი ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული მოთხოვნების შესრულებას, რომ მრავალფეროვანი მედიაპროდუქცია შესთავაზოს მაყურებელს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება; ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს. ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს -ბადებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე. გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ მინისტთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი „ჰეროკრატია“ გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა.

გაუმჭვირვალეა დასაქმების პოლიტიკაც. საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის „ჯი-დი-ეს“-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ, როგორც წამყვანი მენეჯერის, ასევე ჟურნალისტების პოზიციებზე; საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. „გაბერილი კადრების“ პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერც ერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა.

ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი, მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო;

ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით;

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები გარკვეული დროით შეჩერდა და მათი ნაწილი დღესაც არ გადის ეთერში. ეს შესაძლოა არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს, შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას.

პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა,საბჭო სათანადოდ არ რეაგირებს პრიორიტეტების შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით.


არასამთავრობო ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაციებით გამოვიდა:

საქართველოს პარლამენტმა უნდა მოაწყოს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს;

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმეტმა და სამეურვეო საბჭომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა საზოგადოების ნდობა დაიმსახურონ, რაც გამოიხატება გამჭვირვალობაში, საზოგადოების ინფორმირებაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დააკავშირებით, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებასა და ობიექტური, მიუკერძოებელი და პლურალისტური სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში;

სამეურვეო საბჭომ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პრიორიტეტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით;

მნიშვნელოვანია, დასრულდეს რეორგანიზაციისა და კადრების რესტრუქტურიზაციის პროცესი იმისთვის, რომ მაუწყებლის ფუნქციონირება გახდეს უფრო ეფექტური და გამჭვირვალე;

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მაუწყებლის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, გაზრდის კორუფციის რისკს და დააზარალებს სარეკლამო ბაზარს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი