უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი

მდინარაძე ერთი კვირა არ გამოჩენილაო და ამაზე ბინძური პიარის აგება დააპირეს, პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ - მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე ერთი კვირა არ გამოჩენილაო და ამაზე ბინძური პიარის აგება დააპირეს. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ? ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი ვიღაცების შეკვეთით რაღაც კორუფციულ ჩანართებს აზღვევს“.
„როგორ ჩანს, ლევან ხაბეიშვილი ვიღაცებს აზღვევს, ვისაც უნდა, სახელმწიფო სისტემებში რაღაც დონეზე მაინც იყოს კორუფცია. მისი ყველა წინადადება რაღაცას აზღვევს. თუ შეიძლება კორუფცია ამოვარდეს, მისი ყველა წინადადება ამას აზღვევს, რომ ვიღაცამ ზედმეტად არ ჩაიხედოს, რასაც ნოდარ მელაძე და სხვები აკეთებენ. თორნიკე რიჟვაძე მას საერთოდ არ აინტერესებს. რაც კი მათ თორნიკე რიჟვაძეზე გაუკეთებიათ და დაუბრალებიათ, ასეთ გაწიწმატებულ ხალხს პასუხს გავცემ და საღამომდე შევეცდები, გავუგზავნო ის, რაც დაუბრალებიათ. მამუკა მდინარაძე ერთი კვირა არ გამოჩენილაო და ამაზე რაღაცა ბინძური პიარის აგება დააპირეთ. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ – თქვენი მხრიდან ეს ტყუილი და სპეკულაცია იყო. ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან, ღამით, სახლში. წინასაარჩევნო პერიოდში, როცა შტაბურ სამუშაოზე ვარ გადასული, ასე ვარ, ეს თქვენთვისაც ცნობილია. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით. როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით რაღაც კორუფციულ ჩანართებს აზღვევენ. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს სამეულში უნდა მოვხვდეთ. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და კიდევ უფრო მეტად არის შეტევები, აქ ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ბევრი რამ გააკეთა.
„რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, ის ადამიანია, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მით უმეტეს, რაც წერილში დაწერა, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ წამოსულია მხოლოდ „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21