უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2017 17:35
font-size

მე მაქვს მეილი, სადაც ტომას მარკერტი მიდასტურებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პრეზიდენტსაც გაეგზავნა- თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმად, პრეზიდენტს არ მიუღია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა.

ჩუგოშვილის თქმით, მას აქვს ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტს გაეგზავნა ვენეციის კომისიის დოკუმენტი.

„ჩვენ იმ პირობას ვასრულებდით, რა პირობაც ვენეციის კომისიისთვის გვქონდა მიცემული. ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას დასკვნა არა აქვს მიღებული, თავს ვალდებულად ვთვლი, გავაჟღერო ინფორმაცია,რაც მაქვს, ვინაიდან მე ვარ ვენეციის კომისიასთან საკონტაქტო პირი. მაქვს მეილი, სადაც ტომას მარკერტი მიდასტურებს, რომ როგორც კი დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პარლამენტის ხელმძღვანელობამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მოთხოვნა იყო, დოკუმენტი არ გასაჯაროვებულიყო, თუმცა გუშინ დასკვნა მედიაში გავრცელდა.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა