უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივლისი, 2018 12:40
font-size

მე, შემოსილ მღვდელს თურქი მესაზღვრე მიკრძალავს მის ტერიტორიაზე ჩემს ეკლესიაში შესვლას - დეკანოზი გიორგი რაზმაძე

დეკანოზი გიორგი რაზმაძე აჭარაში მეჩეთების მშენებლობის საკითხს ეხმიანება.

„აჭარაში 150 მეჩეთი და 45 ეკლესიაა . . .

ვის სჭირდება მეჩეთი?

აი ეს კითხვა მაქვს მეც ჩვენს ხელისუფლებასთან. ფაქტობრივად ეს ადამიანები ივიწყებენ საზოგადოების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და ფაქტი კი რჩება ფაქტად: რამდენიმე ადამიანი წყვეტს მეჩეთების მშენებლობას და ეკლესია-მონასტრების დანგრევის საკითხს! თუ აინტერესებთ ამ ადამიანებს საზოგადოების აზრი საერთოდ?!

მინდა აგრეთვე დავით გარეჯის თემასაც შევეხო, სადაც სოკარი, იგივე ხელმარჯვე და გაქნილი საქციელით ხელს უწყობს მეჩეთების მშენებლობას და ეს ხდება დავით გარეჯის გარშემო მყოფი ტერიტორიის ჩამორთმევის ხარჯზე…მათი მესაზღვრეები დადიან მონასტრის ფრესკებს ფხეკენ და ვინ მოთვლის კიდევ რა ვანდალურ საქციელებს ჩადიან და ეს საკითხი ისევ მოუგვარებელია….

რაც შეეხება,რომ გაჰყვირიან ოშკი,ზარზმა ხახული, ვინ გაუთქვა სახელი ამ ეკლესიებს? ისევ და ისევ იქ მოღვაწე ჩვენმა წმიდა მამებმა: გრიგოლ ხანძთელმა და მისმა თანამოღვაწეებმა. ბრძნული გამონათქვამია “უპატრონო ეკლესიას, ეშმაკები დაეპატრონებიანო”, თუკი იქ ადამიანს ღვთის მსახურების და ლოცვის საშუალება არ მიეცა გამოდის, რომ მხოლოდ ტურისტებად უნდა მივიდეთ?!

ჩემი უფლება, მართლმადიდებელი ადამიანის უფლება ირღვევა ამით!!!!! როცა მე, შემოსილ მღვდელს თურქი მესაზღვრე მიკრძალავს მის ტერიტორიაზე ჩემს ეკლესიაში შესვლას, რატომ არ წუხს ამაზე ხელისუფლება? როდესაც მისი სამღვდელოება ასეა დაჩაგრული მათი მხრიდან, რატომ არ დგას დღის წესრიგში ეს საკითხი?! ეს არის უდიდესი პრობლემა, როდესაც შემოსილ მღვდელს არ უშვებენ თავიანთ ტერიტორიაზე და მოითხოვენ განმოსვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფასური უნდა გადაიხადო!!!…

საპატრიარქომ გააკეთა შესაბამისი განცხადება, მაგრამ ხელისუფლებამ ყური არ ათხოვა, ყველაფერი ხდება საპატრიარქოს გვერდის ავლით!!…თითქმის ჩვენს ყველა ხელისუფალს წმიდა ილია მართლის სურათი უკიდია კაბინეტში, ნეტავ თუ რომელიმეს წაუკითხავს მისი ან გამონათქვამები ან ცხოვრება?! კარგი იქნება თუ ეს ხალხი გაითვალისწინებს წმიდა ილიას სიტყვებს: საქართველოს ისტორიაში ეკლესია რომ ამოშალო, იქ აღარაფერი დარჩებაო!!!

რაც შეეხება ტოლერანტობას. მეიდანზე, რამდენიმე კვადრატულ მეტრზე უამრავი აღმსარებლობის ტაძარია, ვინ უვარდებათ იქ მათ და ვინ ესვრის ქვას?!…მაგრამ მათ სხვა ქვე აზრები ამოძრავებთ ამ შემთხვევაში. ერთ მისიონერ მოღვაწეს კითხეს, რატომ არიან მუსულმანები ასე ბევრი და ქრისტიანები კი ასე ცოტაო? მუსულმანს არ სჭირდება ქრისტეს ჯვრის აღება და ტვირთვაო, უპასუხა მოღვაწემ. ამიტომაც არის, რომ ამ ხალხს უჭირს ქრისტეს სჯულთან შეგუება!…”, - აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი