უკან

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 18:00
font-size

მე ვიცი ერთი ძალიან ეჭვიანი შეყვარებული, რომელიც თავის საყვარელს უსმენს - რომან გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მან იცის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენებია.

შესაბამისი განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას გააკეთა და შეკითხებით კანონპროექტის მომხსენებელს, ეკა ბესელიას მიმართა.

„მე მაქვს ასეთი შეკითხვა, დღეს ახორციელებენ თუ არა შესაბამისი ორგანოები უკანონო მოსმენებს? თქვენ, ალბათ, მეტყვით, რომ არა. მე ვიცი, რომ ხდება უკანონო მოსმენები. ვის უფრო დაეჯერება, ეს განსაზღვროს საზოგადოებამ და ალბათ, იმათ უნდა დაასაბუთონ, რომ არ უსმენენ, ვის მიმართაც ჩვენ გვაქვს ეჭვი. თუ თქვენ იტყვით, რომ დღეს ყველაფერი ხდება წესიერად და არავის უსმენენ, მაშინ ეს სტრუქტურა, რომელიც დღეს არსებობს, რატომ უნდა შეიცვალოს? - იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ? თუკი არ უსმენენ, ეს იქ დასაქმებული ადამიანების პირადი პატიოსნებიდან გამომდინარეა თუ დღეს არსებული სტრუქტურის გამართული მუშაობით? რაც თქვენ აჩვენეთ, საკმაოდ ლამაზი სქემა იყო, რომელიც ეხებოდა კანონიერად ინიცირებული მოსმენების ინიცირებას და კონტროლს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ უკანონოდ განხორციელდეს მოსმენები, უბრალოდ დაჯდეს ადამიანი პულტზე და ყოველგვარი ამ მექანიზმებს გვერდი აუაროს და უსმინოს რამდენიც უნდა, როგორც ახლა ხდება. მე ვიცი ერთი ძალიან ეჭვიანი შეყვარებული, რომელიც თავის საყვარელს უსმენს, დაჯდება და ინფორმაციებს იწერს ტელეფონში, გინდ დამიჯერეთ, გინდ - არა. ეს არის დღევანდელი რეალობა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ეკა ბესელიას თქმით, თუ მას ასეთი ინფორმაცია აქვს, შესაბამის სტრუქტურებს უნდა შეატყობინოს.

ნინო ექვთიმიშვილი

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი