კომენტარი
მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურას ერთ წელს მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს - გიორგი გოგაძე
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის თქმით, მეგის ქარდავა საქართელოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე არის დაკავებული.
როგორც გოგაძემ აღნიშნა, ამჟამად ქარდავა წინასაექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება, თუმცა როდის მოხდება საქართველოში მისი ექსტრადირება, უკრაინული კანონმდებლობის, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, უკრაინული კანონდებლობიდან გამომდინარე პროცედურას ერთ წელზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდებს.
„მეგის ქარდავა დაკავებულია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. კონკრეტულად რომელმა უწყებამ დააკავა , მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი გვაქვს, ეს ნაკლებად საინტერესო იყო ჩვენთვის და მართალი გითხრათ, არ ვიცი ზუსტად რომელმა უწყებამ დააკავა. მთავარია, არის ის, რომ იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა, მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. მიზანშეწონილობასთან, კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. უკრაინული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სავარუდოდ, ეს ერთ წელზე მეტი არ უნდა გასტანოს, თუმცა ძნელია წინასწარ ვადებზე საუბარი“,-აღნიშნა გოგაძემ.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა უკრაინა– პოლონეთის საზღვარზე, კერძოდ, ქალაქ ივანო–ფრანკოვსკში გუშინ, 1 ნოემბერს დააკავეს.
საქართველოში ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
მათ შორის, ე.წ კასრების საქმეზე, რომლისთვის მას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გარდა ამისა, მეგის ქარდავა არის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, ერთ–ერთი ფიგურანტია.
ასევე, მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


