უკან
კომენტარი
20 თებერვალი, 2020 13:30
მერაბიშვილი თავისნაირი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერების ჯგუფს შეურთდება - ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განცხადებით, ვანო მერაბიშვილი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანია და ის თავისნაირი ადამიანების ჯგუფს უერთდება.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი, კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი შეუერთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონდე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა, თავისი სატელიტი პარტიებით", — განაცხადა ოხანაშვილმა.