საზოგადოება


მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა
მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა და მგზავრთა მიღება შეუძლია.
მეტროსადგურში ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულისა და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით.
შეიცვალა მეტროსადგურის შესასვლელი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა. პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა.
ასევე დაგეგმილია მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონისა და არსებული თაღის კვლევითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია.
ქვედა ბაქნის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას.
მეტროსადგურ „გურამიშვილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დროებით შეაჩერეს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42