კომენტარი
მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს – ამის შესახებ განცხადება, ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სიტყვებს, რომ მისი გატაცების შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა იცოდნენ და ეს აზერბაიჯანის დაკვეთა იყო.
"მუხთარლის მხრიდან ისმის ბრალდება. პირველი, ეს არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეორე, რაც მინდა ვთქვა, თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს. მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ, ამას დრო გამოაჩენს. ნიკა სამხარაძემ რა თქვა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ". – თქვა კვირიკაშვილმა.