პოლიტიკა


მიგრაციის მართვის უნიკალური ქართული მოდელის მიმართ საერთაშორისო ინტერესი სულ უფრო იზრდება - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს. თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა პანელზე − ევროპული დღის წესრიგიდან „მიგრაციის გლობალური შეთანხმებისკენ“. იუსტიციის მინისტრმა ის გზა მიმოიხილა, რომელიც საქართველომ წარმატებული საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაიარა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პროგრესი მიგრაციის მართვის სფეროში განსაკუთრებით ნათელი 2013 წლიდან გახდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, წარმატებული საემიგრაციო პოლიტიკის საუკეთესო შედეგი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) წარმატებით დასრულებაა, რამაც შესაძლებელი გახადა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა; თუმცა, ეს მხოლოდ ერთი, წარმატებით დასრულებული ეტაპია. დღეს საქართველოს ახალი გამოწვევა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიანი განხორციელებაა.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის მართვისათვის აქვს ორი ძირითადი ინსტრუმენტი: მიგრაციის სამთავრობო კომისია და მიგრაციის ახალი სტრატეგია. მიგრაციის სახელმწიფო კომისია მოქნილი, მარტივი და ზედმეტი ბიუროკრატიისაგან დაცლილი ინსტრუმენტია და უზრუნველყოფს საკითხის რეგულაციაში ჩართული ყველა უწყების კოორდინირებულ მუშაობას; მიგრაციის სტრატეგია კი, რომელიც საქართველომ 2015 წელს მიიღო, მიგრაციის მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საერთაშორისო მიგრაციული პროცესებისა და პოლიტიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს − ქმნის ისეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაახლოებას, ხელს უწყობს რელიგიური, კულტურული და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას; იცავს მიგრანტთა უფლებებს, ზრდის საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებს; ხელს უწყობს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციას.
როგორც იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, მიგრაციის მართვის სფეროში წარმატებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ არის მხოლოდ „მსმენელი“, მხოლოდ გამოცდილების „მიმღები“ მხარე მიგრაციის საერთაშორისო ფორუმებზე; ის პროცესების აქტიური მონაწილეა, როგორც უნიკალური მექანიზმისა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა მიგრაციის მართვის სფეროში; მიგრაციის მართვის ქართული მოდელი კი სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო ინტერესის საგანი.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა − რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ბათუმში იმართება და მასში საქართველოს, ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27