უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2018 10:55
font-size

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, ერთად გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, ერთად გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, რათა მომავალშიც შეუფერხებლად ისარგებლონ ამ სიკეთით.

ვიზის ლიბერალიზაციის მიღებიდან ერთ წლისთავთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველო, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგაც აგრძელებს შესაბამისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და რეფორმების გატარებას.

„დღეს, 28 მარტს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში. უვიზო მიმოსვლის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში.

უკვე სახეზე გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ტურიზმის განვითარება, ახალი ბიზნესკავშირების გაღრმავება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურება, პროფესიონალებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული კავშირები და ზოგადად, გაღრმავებული ხალხთაშორისი ურთიერთობები.

ამ ერთი წლის განმავლობაში, ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა უკვე 250 000-ზე მეტჯერ იქნა გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ჩვენთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება და ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში“, - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

მისივე შეფასებით, ვიზის ლიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი მხარდაჭერის შედეგია.

„საქართველო, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგაც აგრძელებს შესაბამისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და რეფორმების გატარებას. გასული წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად გამოაქვეყნა პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ანგარიში დადებითად აფასებს მთავრობის ძალისხმევას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომ მდგრად იმპლემენტაციას. საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები. მართალია, არსებობს ცალკეული გამოწვევები, მაგრამ მჯერა, კომპლექსური ღონისძიებებით, ერთიანი მიდგომით და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ დავძლევთ ამ გზაზე არსებულ ყველა გამოწვევას“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

მისივე თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მკაფიო ხედვა - ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

„საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის შესაძლებლობები, რასაც მას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა სთავაზობს. შედეგად ევროპული დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტადაც იქცა. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს საგზაო რუკაზე, რომლის მიზანია ყველა არსებული მექანიზმისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწიოთ მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ