კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი ფორმალურად, არც არის პარტიის თავმჯდომარე- ზურაბ ჭიაბერაშვილი
ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს პარტია შიდა დისკუსიებში ძალიaნ ყურადღებით განიხილავს.
ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა მედიას განუცხადა.
„გავეცნობით, ბუნებრივია, ყურადღებით, მით უმეტეს , რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დღეს საღამოსაც პოლიტსაბჭო, სადაც უნდა იყოს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოემზადოს პარტია, რომ ჩვენ გავუწიოთ სერიოზული წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს. და ბუნებრივია, ის გამოთქმული მოსაზრებები, რაც წერილში არის, იქნება ძალიან ყურადსაღები ჩვენი მომდევნო შიდა დისკუსიებისათვის“,-აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე, ჭიაბერაშვილი პასუხობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, იგი ვერც იქნება პარტიის თავმჯდომარე.
„მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონდებლობით, ვერც იქნება საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე. და ის ფორმალურად არც არის ახლა პარტიის თავმჯდომარე“,-აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

