უკან
კომენტარი
30 ოქტომბერი, 2017 12:55
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი ცალსახაა - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი განეკუთვნება სამართლებრივ კონტექსტს.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი ცალსახაა.
"მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი ცალსახაა. ეს საკითხი სამართლებრივ კონტექსტს განეკუთვნება. მას სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება", - განაცხადა ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი