უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 აგვისტო, 2018 13:05
font-size

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მზად იყო ნატო-ზე უარი ეთქვა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის სანაცვლოდ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ რადიოსადგურ Эхо Москва-სთან საუბრისას გაიხსენა, როგორც ცდილობდა, დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი, არ იომოს საქართველოსთან.

მისი თქმით, 2008 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრაზე სააკაშვილმა პუტინს შესთავაზა, რომ საქართველო უარს იტყვის ნატო-ზე რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ, რაზეც უარი მიიღო.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნა ისინი [რუსეთი], არ იომონ. მაგალითად, მინდა ვთქვა, რომ წერილი დავწერე... თავდაპირველად ბევრჯერ შევხვედრივარ, ვარწმუნებდი. 2008 წლის თებერვალში იყო ჩემი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, სადაც მან თქვა: „ჩვენ კოსოვოში ვმონაწილეობთ. თქვენ აქ არაფერ შუაში არ ხართ, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ საპასუხო ზომები. ცოტა გეტკინებათ, თუმცა ეს სასიკვდილო მდგომარეობა არაა. მაგრამ ეს თქვენ წინააღმდეგ კი არა, თქვენი მეგობრების წინააღმდეგაა“. ამაზე ვუთხარი: „ ყოველთვის რატომ გვაჩეჩებთ თავის ხალხს? თუ ისაა პრობლემა, რომ ნატო-ში მივისწრაფით, - და ეს კი ნატო-ს სამიტამდე იყო - გეუბნებით ჩემი და თქვენი დელეგაციების თანდასწრებით, - ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ნებისმიერ მემორანდუმს მოვაწეროთ ხელი, რომ უარს ვამბობთ ნატო-ზე, ნებისმიერ უცხოურ სამხედრო ბაზაზე, მაგრამ სანაცვლოდ, ბუნებრივია, თქვენი დახმარებით, ვიღებთ მუდმივ მშვიდობას რუსეთსა და საქართველოს შორის. საქართველო არასდროს არ შეგიქმნით პრობლემას“. ამაზე პუტინმა შემდეგი რაღაც თქვა, - და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია; „ჩვენ თქვენს ტერიტორიას თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე არ ვცვლით. ეს უფრო... თამაშია“. ანუ, თითქოს „შენ ვინ ხარ საერთოდ? ჩვენ გვაქვს რაღაც მომზადებული, რასაც განვახორციელებთ“ “, -განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ მან რუსეთის ლიდერს წერილი მისწერა, სადაც შესთავაზა აფხაზეთში დევნილების ნაწილის დაბრუნების სანაცვლოდ დააკანონოს გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზა.

„მეორე ისტორია მოხდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს წერილი მივწერე. ბევრი ვიფიქრე, რა შემეძლო შემომეთავაზებინა მისთვის ისეთი, რაც აიძულებდა, ომზე უარი ეთქვა, თუ მას ომი არ სურს - რა? და მაშინ შევთავაზეთ... ვფიქრობდი, რომ სამხრეთ ოსეთში მას საერთოდ არაფერი არ სჭირდებოდა, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, რადგან თვითონაც მეუბნებოდა, რომ სამხრეთ ოსეთზე პირველად გაიგო 2004 წელს. და ამისი მჯერა, რადგან ეს არაა კარაქიანი პური.

თუმცა ვიცოდი, რომ აფხაზეთი რუსებს ძალიან აინტერესებდა. მე ვამბობდი: „აი, აფხაზეთი. თქვენ ოლიმპიადა გაქვთ სოჭში. თქვენ გჭირდებათ სოხუმის აეროპორტი. თქვენ გჭირდებათ ნავსადგურები, სანატორიუმები, რკინიგზა. მოდით, გავაკეთოთ. მოდით, ყველა თქვენს ინტერესს დავაკანონებთ სოხუმსა და სოხუმის ჩრდილოეთით. თუმცა მოგვეცით საშუალება, ჩვენი დევნილები დავაბრუნოთ, თუნდაც დევნილების ის ნაწილი აფხაზეთის იმ ნახევარში, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია. ის რუსი მშვიდობისმყოფელთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თქვენ დააყენებთ მშვიდობისმყოფელებს სოხუმთან ახლოს. მოგვეცით საშუალება, საერთაშორისო ეგიდის, ევროკავშირის, გაეროს ქვეშ - არანაირ ჯარს არ შევიყვანთ - დევნილები შემოვიყვანოთ. ჩვენ მზად ვართ, სხვათა შორის, დავაკანონოთ გუდაუთის სამხედრო ბაზა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დავამყაროთ მშვიდობა. და მოდით, ყველა თქვენი ინტერესი იქნება გათვალისწინებული, და ჩვენ მაინც აფხაზეთის ნახევარში დავაბრუნებთ დევნილებს და ეს ხალხი მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრებს, ექნებათ ურთიერთობა, და თანდათანობით ჩვენ ვივლით ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტისკენ“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, აღნიშნული წერილი პირდაპირ მედიაში მოხვდა.

„პირველი, რაც ყველაზე უჩვეულო იყო, რომ ეს წერილი პირდაპირ მოხვდა პრესაში. ჩვეულებრივად ისინი ამას არ აკეთებენ. ანუ, ეს იყო ჩემი დისკრედიტაცია, თითქოს, მე ვაჭრობ საქართველოს ინტერესებით...“, -განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მეორე წერილზე მოსკოვში უპასუხეს; „ამ ეტაპზე დევნილების დაბრუნებაზე საუბარი საკმაოდ ნაადრევია და უადგილო“.

„მათ შეცვალეს ოფიციალური პოზიცია, ადრე ოფიციალური პოზიცია იყო: „კი, დევნილების დაბრუნება, მშვიდობიანი გადაწყვეტა... მათ თქვეს: „არანაირი დევნილები, დაივიწყეთ აფხაზეთი“. ეს იყო მეორე მცდელობა“, -აღნიშნა სააკაშვილმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი