უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 18:00
font-size

მიკროავტობუსებს შესაძლოა, მოსაკრებლის გადასახადი შეუმცირდეთ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთინებული სხდომა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებაზე იმსჯელეს, რომელიც ,,საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ წესში შესატან ცვლილებებს გულისხმობდა.

დღესვე კომისიების წარმომადგენლებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ განმარტა, სადგომებისა და გაჩერებების ადგილებიდან ტროტუარზე გადასასვლელად მოწყობილი შემაღლებებით შშმ პირები ვერ სარგებლობენ, რადგან მათ დაბრკოლებას აღნიშნულ ადგილებზე განთავსებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება უქმნიდათ. გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, წესში განხორციელდეს ცვლილება, რომლის შესაბამისად, ქალაქში ავტომობილის ნებადართულ ადგილზე პარკირებამ შშმ პირის გადაადგილებას დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება.

საკრებულოს წევრებმა მიკროავტობუსებისთვის შეღავათების დაწესების შესახებაც იმსჯელეს. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, საწვავის ფასის ზრდამ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიები. შპს-ების წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრთხის წინაშე დადგა მათი საქმიანობის გაგრძელებისა და სანებართვო-საკონკურსო ვალდებულებების შესრულების საკითხი.

მგზავრობის ტარიფის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს იმ ცვლილების მხარდაჭერის თხოვნით მიმართა, რომლის თანახმად, მიკროავტობუსები მოსაკრებლის სახით 50 ლარის ნაცვლად 15 ლარს გადაიხდიან.

კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების საკრებულოს სხდომაზე წარდგენას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, ასევე მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი