უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ნოემბერი, 2025 13:45
font-size

მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ - კახა კალაძე

ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში პროცესის შესახებ ისაუბრა, სადაც განაჩენი დღეს გამოცხადდება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ერთი საკითხია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და მეორე, რამდენად მოხდება აღსრულება.

„იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხას არ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა, მისი აღსრულება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინა ივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულია, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არის დაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდ და ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესები უკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია რამე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ნიკა მელია ჩემს 2 ნოემბრის პოსტში არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 17:18

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მის მიერ 2

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“ - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 15:52

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“, „არც „ნაცი“, არც „ქოცი“, არის ივანიშვილის

20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს – თამარ ჩერგოლეიშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 13:35

20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე - ირაკლი კობახიძე

24 ნოემბერი, 2025 , 15:44

მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად