კომენტარი
მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა - ანა დოლიძე
დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა, - ასე გამოეხმაურა საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ ვეტოს დადების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტის გადაგზავნის შემდეგ იმსჯელებენ.
„პრეზიდენტის პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა ყველასი. კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველას კუთვნილება. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიის. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


