პოლიტიკა

მივმართავ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიწყონ კახა კალაძით - საბა ბუაძე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები - ვურჩევ, დაიწყოს კახა კალაძით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეპრესიულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკაში. მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში მარიხუანას პლანტაციის გაშენების გზით ფულის გაკეთებას გეგმავდა და ამ ინიციატივით რამდენიმე წელში, ჩვენ გვიანონსებენ ახლა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანია მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებულია სავალდებულო შემოწმებების, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯასთან. „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ძალიან სერიოზული და მასშტაბურია ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება ცხადია, ამ ყველაფრის თვისობრივად გადააზრება და ასევე, სჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა. ამ სფეროში მეტი ინვესტირება სჭირდება განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გვქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა, როგორც დღეს ამ ქვეყანაში არის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები. ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით. [მათ ვურჩევ] დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას აკეთებს, ნარკოპოლიტიკაში - აი, ამ დრაკონული, სამარცხვინო ცვლილებების გზით“, - განაცხადა ბუაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ არის „დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ისე ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი, ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში“.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27