უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 ივლისი, 2025 17:09
font-size

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას - მიხეილ სააკაშვილი

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს,– ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი, თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს. მაგალითად, აქციების მონაწილეების წამების მასალებს და ასევე მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ“, – წერს სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ყველას შეუძლია, შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი მშვიდობიანად, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც, ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, არ დაარღვიონ კანონი, როგორც კი კანონს დაარღვევენ, მაშინვე მიიღებენ მკაცრ&n

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე

2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია. ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმ

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე

2 ოქტომბერი, 2025 , 10:59

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება. მან ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტები

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი

1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წ

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე

1 ოქტომბერი, 2025 , 16:21

თუ ვინმეს სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ეს მისი ნებაა. აბა, გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მ