უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 მარტი, 2017 16:40
font-size

მმართველი გუნდის ინტერესებში არ არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კონტროლი - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიესალმება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას საქართველოში საერთაშორისო დონის მედიაექსპერტების მოწვევის თაობაზე.

„ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა და დღესაც ვიმეორებთ, რომ მმართველი გუნდის ინტერესებში არ არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კონტროლი, მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და ასე შემდეგ. ქვეყანამ დიდი ხანია დემოკრატიული განვითარება და ევროპული ღრებულებები აირჩია.

ცოტა ხნის წინ კი უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა - საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო და ამ ფონზე ძახილი იმისა, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას ებრძვის, რბილად რომ ვთქვა, არასწორია. გასაგებია, ჩვენი პოლიტიკური კონკურენტების ინტერესები და მათი პრობლემა, მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის, რომლის უშუალო ტრიბუნაც არის „რუსთავი 2“, მაგრამ მოვლენები ობიექტურად უნდა შევაფასოთ“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დეპუტატი ფიქრობს, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტით უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა და პლურალისტული მედია გარემო.

„ეს მართლაც მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს, რაც მედიათავისუფლების კუთხით არსებობს და რაზეც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აპელირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ სახელდება, რომელსაც 2012 წლის შემდგომ რაიმე სახის ჩარევის მცდელობა ჰქონოდა რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში თავისუფალ სიტყვას საფრთხე არ ემუქრება.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია და რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ფაქტია, რომ აქამდე მმართველ გუნდს არჩევნების მოგება არ გაჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში და ტონალობაში აგრძელებდა ფუნქციონირებას ყოველი არჩევნების წინ, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი