უახლესი ამბები
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
მსოფლიო


მოკლული ბულგარელი ჟურნალისტის საქმე გახსნილია - პოლიციის მტკიცებით, დანაშაული მის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება
ბულგარეთის მთავარი პროკურორის განცხადებით, ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას მკვლელობის საქმე გახსნილია.
მარინოვას საქმეზე გერმანიაში ადგილობრივმა პოლიციამ 21 წლის ბულგარეთის მოქალაქე სევერინ კრასიმიროვი დააკავა, რომელსაც დაუსწრებლად წაუყენებენ ბრალს მკველობასა და გაუპატიურებაში.
ქვეყნის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაული სპონტანური იყო და არ უკავშირდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. პოლიციამ აღმოაჩინა მსხვერპლის დნმ-ი მამაკაცის ტანსაცმელზე, ხოლო დაკავებულის დნმ-ი - მსხვერპლზე. მამაკაცი ქალაქ რუსეში დაიბადა, სადაც დანაშაული მოხდა.ის ადრეც იყო ნასამართლევი ფერადი მეტალების ქურდობისთვის.
რამდენიმე დღის წი გახდა ცნობილი, რომ ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაისთან ბულგარეთში ადგილობრივი ტელევიზია TVN-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, 30 წლის ვიქტორია მარინოვა მოკლული და გაუპატიურებული იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსია მის მკვლელობას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა. ვიქტორია მარინოვას მიჰყავდა გადაცემა „დეტექტორი“ ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ტელევიზიაზე. 30 სექტემბრის გადაცემაში მარინოვამ ინტერვიუ აიღო ორი რუმინელი ჟურნალისტისგან, რომლებიც იძიებდნენ ევროკავშირის ფონდებში რამდენიმე პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობას. ინტერვიუს გაშვებამდე ბულგარეთის ხელისუფლებამ რუმინელი ჟურნალისტები დააკავა.
2017 წლის დასაწყისიდან ვიქტორია მარინოვა უკვე მე-4 ჟურნალისტია, რომელიც ევროკავშირში მოკლეს. გასული წლის აგვისტოში მოკლეს შვედი ჟურნალისტი კიმ ვაალი, ოქტომბერში მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია, ასევე ოქტომბერში სლოვაკი გამომძიებელი-ჟურნალისტი იან კუციაკა თავის მეუღლესთან ერთად მოკლული იპოვეს.
საკვანძო სიტყვები:

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი
9 ოქტომბერი, 2025 , 08:55