უკან

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2016 11:40
font-size

მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი, კონკურენტული საარჩევნო კამპანიით, შედეგებით, რომელიც სანდო დამკვირვებლების მონაცემებს დაემთხვა, თუმცა, არჩევნების დროს რამოდენიმე პრობლემაც გამოიკვეთა, რომელიც საარჩევნო პროცესში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევებს, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კომპეტენციისა და ნეიტრალურობის საკითხსა და საჩივრების განხილვის მექანიზმის მიუკერძობლობის საკითხებს მოიცავს.

,,საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ დაეფუძნებინათ და გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებში. პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მათ აგრეთვე შეეძლოთ, ეწარმოებინათ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისუფლად მიეტანათ მესიჯები საზოგადოებამდე, რასაც საქართველოში არსებული საკმაოდ აქტიური და პლურალისტური მედია გარემო უწყობდა ხელს. მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს. ყოველივე ზემოჩამოთვლილი მისასალმებელია. თუმცა არჩევნების დროს რამდენიმე ძირეული პრობლემაც გამოიკვეთა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი; და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზებიც გამოავლინა.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი

10 ოქტომბერი, 2025 , 14:49

ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად, 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 4 ოქტ

„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:38

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარი აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახ

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს, როგორ უნდა გაემიჯნოს, როდესაც თავად არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, – ამის შე

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება

10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითა

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა

9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ბიძინა ივანიშვილის Mein Kampf-ი ისეთია, არავის ვუსურვებ დედამიწაზე - რაც მეტ მსხვერპლს დააგროვებს ის ამ ბრძოლაში, მით მაღალ ფასს გადაიხდის! იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რეპრესიების ხარისხი, შიშებზე გამარჯვ

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიი