კომენტარი


მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან - გიორგი მარგველაშვილი
გულწრფელად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემაში ,,რეაქცია“ სტურობისას, ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირების ხარჯების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ზუსტად ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ჩემი სახლის, დედაჩემისა და მამაჩემის სახლის გათბობას და კიდევ რამდენიმე ოჯახის კომუნალურ ხარჯებს ჩემი ჯიბიდან ვიხდი და არა სახელმწიფოს ჯიბიდან. ნამდვილად აქ მეც ისევე ვიცი, რა არის გამთბარი ოთახის ფასი, რადგან ან ერთი ოთახი უნდა გაათბო, ან რამდენიმე და შესაბამისად, ეს შენი გადასახდელია. ჩემი ხელფასის 30% ზამთარში ამაზე მიდის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯები ეს არ არის მისი გათბობა, არამედ ეს არის - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, რომელიც ,,თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მიიღო სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, უნდა აწარმოო პოლიტიკური პროცესი და ა.შ.“
პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა.
„ეს 195-ე სერიაა, სერიიდან - პრეზიდენტმა ნახოს თავისი ადგილი, ხმას ნუ იღებს. მე რომ ვყოფილიყავი მეგობრული და არ მქონოდა განსხვავებული პოზიცია, დაითვლიდნენ ამ ხარჯებს, ხარჯებს, რომელიც ჩემი გაწეული არ არის?! ეს ხომ არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, სხვა უწყების ხარჯებია - სახელმწიფო დაცვის სამსახურის. მეც პირველად ვნახე, წარმოდგენაც არ მქონდა და მეც კითხვა გამიჩნდა - რატომ ამდენი. ეს ხომ იმიტომ არის, რომ გულწრფელად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან. შენ ხმა არ უნდა ამოიღო, შენი საქმე ისაა, რომ კმაყოფილი იყო შენი სამსახურით და კარგად იქნები - აი, ეს დამოკიდებულება ჩანს ამ ყველაფერში. მოდი რა, რა საჭიროა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რას გვიკეთებს, არაფერს კარგას არ აკეთებს ქვეყნისთვის - ეს ხომ გულწრფელი დამოკიდებულებაა იმ ადამიანების, რომლებსაც არ ესმით, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტიც, მთავრობაც, პარლამენტიც, სასამართლოც, მედიაც იმისთვისაა, რომ შექმნას ბალანსი და თუ არ იქნება ბალანსი, ეს 4, 5 ან 2 მილიონი კი არა, მთელი სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56