უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 მარტი, 2017 16:40
font-size

მორიგება სახელმწოფოს ძალიან უნდა აწყობდეს, უფრო მეტად ვიდრე რუსთავი 2-ს - კახა კოჟორიძე

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

,,რ2-ის საქმეზე:

1. რა მოხდება სტრასბურგში?

არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო ძალაში დატოვებს თავისივე განჩინებას. ანუ შეჩერდება უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე მაღალი ალბათობით რ2 არსებითი განხილვის ეტაპზეც მოიგებს საქმეს. ეს ჩემი, როგორც იურისტის, ვარაუდია.

2. როგორ უნდა იმოქმედონ სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეზე გადაწყვეტილებების მიმღებებმა?
პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ არგუმენტი - „რ2-ის საქმე კერძო დავაა და მე რა შუაში ვარ“ აწი აღარც ფორმალურად გამოდგება. სტრასბურგში შუაშიც და თავშიც არის სახელმწიფო.

3. ამ დავის რა შედეგით დასრულება აწყობს ჩვენს სახლემწიფო ინტერესებს?
ეს არის მთავარი კითხვა. არ შეიძლება იყოს 2 აზრი იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ამ საქმის წაგება ძალიან მძიმე იქნება მრავალი თვალსაზრისით.
მეტიც, თუ სწორად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ რ2 წააგებს თუ მოიგებს, სახელმწიფო ინტერესები აუცილებლად წააგებს ორივე შემთხვევაში, რადგან: ა) რ2-ს გამარჯვების შემთხვევაში ზარალდება ჩვენი იმიჯი, სართაშორისო ავტორიტეტი, სასამართლო (თან დიდი პალატაა), სიმშვიდე ქვეყნის შიგნით და ა.შ. ბ) რ2 თუ საქმეს წააგებს, იზღუდება მედია პლურალიზმი, ხელისუფლების კრიტიკა-კონტროლის შესაძლებლობა, თავიდან ვერ ვირიდებთ დაძაბულ ფონს და ა.შ.

4. რა არის გამოსავალი?

მორიგება! სახელმწიფომ როგორმე უნდა აირიდოს თავიდან არსებითი განხილვა და ხელი შეუწყოს მორიგებას. ნურავინ იტყვის რომ ამის გაკეთება შეუძლებელია (ვვარაუდობ რა არგუმენტებიც შეიძლება ითქვას, მარა ცხადია ეს არ იქნება დამაჯერებელი). რ2-მა გააკეთა გარკვეული შეთავაზება. არ შევალ ამის დეტალებში, მარა ფაქტია, რომ მორიგება სახელმწოფოს ძალიან უნდა აწყობდეს, უფრო მეტად ვიდრე რ2-ს.
თუ სახელმწიფო სტრასბურგში საქმეს წააგებს, ყველა „სიკეთესთან ერთად“ იმ შედეგსაც მივიღებთ, რომ ქართულ სასამართლოებში ახლიდან დაიწყება ამ საქმის განხილვა და თანმდევი ორომტრიალი (სტრასბურგი ვერ გააუქმებს და შეცვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა შეიქმნება საქმის გადასინჯვის და ახალი შედეგის დადგომის საფუძველი, რასაც ახალი პროცესები დასჭირდება).

პ.ს.

არ ვიცი ვინ აუნაზღაურებს ჩვენს საზოგადოებას იმ დროს, ენერგიასა და სხვა რესურსს, რაც ამ საქმის გამო დაიხარჯა, დააკლდა ჩვენს მოქალაქეებს და მათ მწვავე პრობლემებს... დრო და ენერგია ჯერ კიდევ ბევრი დაიხარჯება თუ სწორი გადაწყვეტილებები არ იქნა დროულად მიღებული!!!’’ - წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

საკვანძო სიტყვები:

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2025 , 15:23

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხ

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე

25 სექტემბერი, 2025 , 12:58

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამი

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი

23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცი

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი, 2025 , 16:33

არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერი „ნაცებიც“ და არჩევნებში მონაწილე „ნაცებიც“. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის&ldq

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე

23 სექტემბერი, 2025 , 14:07

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებას 4