უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივნისი, 2019 12:15
font-size

მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან - ნათია თურნავა

საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადება გაკეთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრო.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სპეციალისტების მომზადებას და სერტიფიკატების გაცემას სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანო განახორციელებს.

„იმისთვის, რომ გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება და სასიხარულოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტრადიციულად ძლიერია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ენერგეტიკული მიმართულების სკოლა, გაჩნდეს პირველი ასეთი სერტიფიკაციის ორგანო. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქტიურად დაუჭირეს მხარი გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა, რადგან, პირველ რიგში, ისინი გრძნობენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ მათი მომხმარებელი იყოს დაცული“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საფრთხე, რომ ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური ადამიანები გააკეთებენ, მოიხსნება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის.

სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოზე "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა" შესაბამისი აკრედიტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ გაიცა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი