უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - ირაკლი კობახიძე
მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ სისტემამ ადამიანის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს და ადამიანის უფლებები სათანადოდ უნდა დაიცვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფასეულობა აერთიანებს „ქართულ ოცნებას“, როგორც გუნდს, როდესაც მსჯელობს ისეთ საკითხზე, როგორიც მოსამართლეთა დანიშვნაა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდისთვის მთავარი ფასეულობა იმაში მდგომარეობს, ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ასევე მთავარი მიღწევა და ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რის საფუძველზეც ამის მიღწევა მოხერხდა, სწორედ სასამართლო ხელისუფლება იყო. 2012 წლის ბოლოს, 2013 წლისთვის, იყო ძალიან რთული მდგომარეობა. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებასთან კავშირის გამო, სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ნაწილი იყო, ზოგადად; დისკრედიტირებული იყო ზოგადად სისტემა და შესაბამისად, რა თქმა უნდა – მოსამართლეთა კორპუსიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებითი ცვლილებების შეტანა ხელისუფლებას მაშინ რომ დაეწყო, პირველი ის ადამიანები დადგებოდნენ იქითა მხარეს, ვინც დღეს კონკრეტულ მოსამართლეებს თუ ზოგადად, სასამართლო კორპუსს უპირისპირდება.
„ეს იყო რეალური ვითარება და შესაბამისად, დაისახა მარტივი ამოცანა. მართლმსაჯულების სისტემაში, შემადგენლობის კუთხით, არსებითი ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო და მიღებული იყო გადაწყვეტილება, სისტემა არსობრივად შეცვლილიყო, არსებული კორპუსის შენარჩუნებით. სხვა ალტერნატივა რეალურად, არც არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შედეგები ფუნდამენტურად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლამდე იყო.
„ელემენტარული სტატისტიკა რომ ავიღოთ, თქვენ გახსოვთ, გამამართლებელი განაჩენების კუთხით რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და მაჩვენებელი ექვსჯერ არის გაზრდილი. წინასწარი პატიმრობა, ჯარიმების, გირაოების შეფარდება, მაჩვენებელი 90 მილიონიდან რომ მაგალითად, 12 მილიონამდე ჩამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება ფუნდამენტურია და არა მხოლოდ კოსმეტიკური, ან უმნიშვნელო. ეს მხოლოდ მშრალი ციფრები არ არის. ამ მშრალი ციფრების უკან დგას უამრავი, ათი ათასობით ადამიანის უკეთ დაცული უფლება. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


