უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 დეკემბერი, 2017 16:10
font-size

მოვუსმინე სუს-ის ბრიფინგს და ახლა უფრო მეტი კითხვები გაჩნდა - სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, სუს-ის მიერ ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

როგორც პოლიტიკოსმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, მას ბრიფინგის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა დაებადა.

„ახლა, მოვუსმინე სუს-ის ბრიფინგს. პირველ რიგში, კარგია, რომ როგორც იქნა სუს-მა დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი იყო ერთ-ერთი მოკლული. ახლა უფრო მეტი კითხვები გაჩნდა.

- როგორ შემოვიდა საქართველოში ჩატაევი? ადამიანი, რომელსაც ორი კიდური აკლდა?

- გაეროს შავ სიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ცალი ხელი და ცალი ფეხი ჰქონდა, იმყოფებოდა ბინაში და ამ ბინაზე მიდიოდა თვალთვალი. როდის გაიგო სუს-მა, რომ ეს ადამიანი თბილისში, კერძოდ, კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმალებოდა?

- იარაღი როგორ იქნა გადმოტანილი საზღვარზე? და თუ არ იქნა გადმოტანილი, სად შეიძინეს ამხელა არსენალი?

- ვინ მფარველობდა ჩატაევს საქართველოში? მაშინ, როდესაც ის დიდ ზარ-ზეიმით გაუშვეს ჯერ სასამართლო დარბაზიდან და მერე ქვეყნიდან და მაშინ, როდესაც ის ქვეყანაში შემოვიდა?

- როდესაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ არ ეთანხმებოდა ჩატაევის გაშვებას, რა ვითარებაში მიმდინარეობდა ეს შიდა პოლიტიკური დისკუსია და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ეს კაცი გაუშვეს?

და ბოლოს, მთავარი კითხვა ისევ რჩება - რა საფრთხე ავიცილეთ თავიდან? ტერორისტულ აქტს გეგმავდა ჩატაევი და მისი ხალხი?“,-წერს კაპანაძე.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი