უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ - ირაკლი კობახიძე
დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებშიც, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებშიც, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა და რადიკალურად დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი, რასაც მოწმობს ის მდგომარეობა, რაც იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში და რაც არის შექმნილი 2012 წლის შემდეგ.
„საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის ტემპით, რაც არის „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. სოციალური პოლიტიკის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ორჯერ მეტად გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს მოსახლეობის უკეთესად დაცვას სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც არის ფუნდამენტური წინსვლა და პროგრესი. სტაბილურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2012 წლიდან რადიკალურად გაიზარდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ჩვენ ვართ მცირე, თუმცა ამბიციური ქვეყანა და გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოებაში. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებშიც, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებშიც, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ და აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


