უახლესი ამბები
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში - ირაკლი კობახიძე
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ისაუბრონ, იმოქმედონ ევროპული მიდგომებით.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის დროზეც გახსოვთ, რომ „რუსული კანონი“ დაარქვეს კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაც იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად, რომ დაგვეხია უკან. არავითარი დისკუსია, საბჭოური მიდგომა. აქაც იგივეა, დეპეშებს გვიგზავნიან. მოდით, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ, ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.
არის ნული კომუნიკაცია, გარდა გამოგზავნილი დეპეშისა. ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სცადონ კომუნიკაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული.
„ადამიანის უფლების დაცვას ეძახიან იმას, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება. ასევე, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, უწოდეს „რუსული კანონი“ და ათასი უბედურება, აქაც ნული არგუმენტი, ნული მტკიცებულება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთი რამ მინდა შევახსენო ევროპულ ბიუროკრატიას, მათი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ყოფილი ამერიკელი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც თავის დროზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იქ სამართალდამცავმა იძალადა მომიტინგეზე, არის აბსოლუტურად უადგილო. მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება. შეიძლება სხვამ გვითხრას ეს ყველაფერი, შეიძლება რიგითმა ჩვენმა მოქალაქემ გვითხრას ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც და 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. 2024 წლის შემოდგომის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. უფრო ადრე კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მათი დაფინანსებული NGO-ებით ცდილობდნენ ასევე ხელისუფლების გადატრიალებას. ამ პირობებში და ამ ფონზე მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, რომ ვინმეს ესაუბრონ ძალადობაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვისვას ეს შეკითხვები, გაგვაკრიტიკონ იმისათვის, რომ გამოძიება ვერ მივიდა ბოლომდე, იქნება ეს ობიექტური, თუ არაობიექტური მიზეზებით, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას, განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან, ამის მორალური უფლება უბრალოდ არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12