უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აპრილი, 2017 14:20
font-size

მსხვილი ბიზნესი უფრო ფართოვდება შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უნდა ამუშავდეს ზედამხედველობის ორგანო, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს მეწარმეების დარღვევებს, ასევე იმუშავებს კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებისაკენ.

„უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნეს-დავების განხილვის, ეფექტური და ალტერნატიული საშუალება. მაშინ, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მოუსმინოთ მათ, ვინც ქმნის ერის დოვლათს. პარალელურად, ხაზგასასმელია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა.

თვალი გავუსწოროთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, როდესაც მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ მიილტვიან. ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება. ამ პირობებში, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც“, - განაცხადა პრეზიდენტმა ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლისას.

ანა მებურიშვილი

როგორც პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი - მარიამ ქვრივიშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 17:01

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან „საზღვაო ერთი ფანჯრის ეროვნული სისტემის“ ამოქმედებამ საკმაოდ გააძლიერა და გააუმჯობესა საქართველოში საზღვაო ოპერაციების ეფექტიანობა და გამ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა

25 ნოემბერი, 2025 , 16:56

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მიწვევით, ჩინეთში ვიზიტი განახორციელა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება. ვ

გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

25 ნოემბერი, 2025 , 16:06

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძ

ყველამ კეთილი ინებოს, ბრიუსელმა, სტოკჰოლმა, სხვა დედაქალაქმა და საქართველოს დამოუკიდებლობას პატივი სცენ, რაღაც კრიპტოვალუტებით, ჩემოდნებით ფულის ტრიალს შეეშვან - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 16:01

მცდელობაა, საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ. ბრიუსელი ცდილობს ამას. თურმე ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, აქ ფული ჩემოდნებით ატარონ და კრიპტოვალუტები რიცხონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი - კახა კალაძე

25 ნოემბერი, 2025 , 15:47

გამოაშკარავდა რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის შემოტანის მცდელობები იკითხება კო

ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება

25 ნოემბერი, 2025 , 15:44

ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება. მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს, რომელიც უკონტაქტ