უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მაისი, 2018 14:55
font-size

მთავრობამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების რეგულაციების დახვეწას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის დახვეწას ითვალისწინებს.

ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაიხვეწოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გაზრდის საარჩევნო სიის სიზუსტეს და გაუადვილებს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იცვლება არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობის წესი, რომლებიც მოიხსნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან; რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ან რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე. კერძოდ,

 რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი, ასევე ის ამომრჩეველი, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, საარჩევნო სიაში შევა ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისამართის გარეშე რეგისტრირებულები სიაში მოხვდებიან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის, არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველი შეძლებს მაშინ, თუკი არჩევნების დღემდე არანაკლებ 21 დღით ადრე გამოცხადდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მიუთითებს მისამართს და გადაიღებს ციფრულ ფოტოს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი გათავისუფლდება სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

2014, 2016 და 2017 წლების არჩევნებისათვის ამ კატეგორიის პირთა საარჩევნო სიაში შეყვანის მიზანი საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთჯერადი რეგულირების შემოღების გზით მიიღწეოდა. 2016 წელს ეუთო-ს დასკვნაში ჩაიდო რეკომენდაცია, რომ, ერთჯერადად გარდამავალი დებულების მიღების ნაცვლად, მისამართის არმქონე ამომრჩევლებისათვის არჩევნების დღემდე ბევრად ადრე მოძებნილიყო გრძელვადიანი გამოსავალი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უფასო პირადობის მოწმობების აქცია რამდენიმეჯერ გამოაცხადა, თუმცა, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები პასიურობით გამოირჩევიან.

- ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს სხვადასხვა დაწესებულებიდან ინფორმაცია, რომელიც მას საარჩევნო სიის სრულყოფისათვის სჭირდება; სახელმწიფო ორგანოები კი, ვალდებულნი არიან, სამი დღის ვადაში მიაწოდონ ცესკო-ს ეს ინფორმაცია. დღეს მოქმედი რეგულაციით, შესაბამის ინფორმაციას საარჩევნო კომისია წელიწადში 4-ჯერ იღებს წინასწარ განსაზღვრულ დღეებში: ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს. ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს მონაცემების ინტენსიურ განახლებას წინასაარჩევნო პერიოდებში;

- საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები მოხვდებიან სპეციალურ სიაში და შეძლებენ ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უფლების რეალიზაცია შეუძლია მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, ან თუკი ისინი არჩევნებამდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ