უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2024 16:04
font-size

მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა, დეტალები უცნობია

4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზციაში ამბობენ, 2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში. 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება. პრივატიზაციის ეს შემთხვევა წარსულში “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების დაკვირვების საგანიც გამხდარა.

პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.

2007 წლის 9 აგვისტოს დაარსებული შპს „სომგოს კომპანიას“ მესაკუთრე სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია „სონატა ალიანს ინკია“, რომლის 100%-ის მფლობელი და დირექტორი 2014 წლიდან ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილია. შპს „სომგოს კომპანიის“ დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილია, რომელიც ამავდროულად ვანო ჩხარტიშვილის კომპანია „თბილისის თამბაქოს“ დირექტორის თანამდებობას იკავებს. შპს „სომგოს კომპანია“, რომლის ეკონომიკურ საქმიანობადაც „ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობები“ არის მითითებული, საქსტატის მონაცემებით არააქტიურია.

„სონატა ალიანს ინკის“ წილები და დირექტორი წლების განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილის შვილებსა და რამდენიმე სხვა პირს შორის იცვლებოდა. საჯარო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია ნათია ჩხარტიშვილის მფლობელობაშია.

ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია, რომლის ბიზნეს ინტერესების დიდი ნაწილი დაფარულია ოფშორული კომპანიების გამოყენებით. ეს ფაქტი 2016 წელს გაჟონილმა Panama Paper-ის სახელით ცნობილმა დოკუმენტებმა დაადასტურა. ჩხარტიშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (2001-2004 წწ) და შემდეგ მე-6 მოწვევის (2004-2008 წწ) პარლამენტის წევრი იყო. მისი სახელი დაკავშირებულია რამდენიმე კორუფციულ სკანდალთან, მათ შორის არის „ომეგა ჯგუფის“ გახმაურებული საქმე და სასამართლოზე არასათანადო გავლენის სავარაუდო შემთხვევა (რადიო თავისუფლების 2023 წლის გამოძიება).

2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ვანო ჩხარტიშვილზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, დასანქცირების მიზეზები, ერთი მხრივ, მისი ბიზნეს კავშირია რუსული ენერგეტიკის სექტორთან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც სააგენტოს თანახმად, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს.

ზოგადად, ოფშორულ კომპანიებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ხშირად უცნობია საბოლოოდ ვინ დგას ამ კომპანიების უკან და ვინ და რა პირობებით იღებს სარგებელს ხალხის ქონებისგან. ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული პრივატიზაციის ეს შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი