უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივნისი, 2018 14:35
font-size

მთავრობის ფორმირების პროცესები სავარაუდოდ მომდევნო კვირისთვის დასრულდება - ირაკლი კობახიძე

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს არის ბატონ მამუკას პოზიცია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას.

კობახიძის თქმით, მთავრობის ფორმირების პროცესები სავარაუდოდ მომდევნო კვირისთვის დასრულდება.

"მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს, ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი",- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის ფორმირების პროცედურაც განმარტა.

"შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას. ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან. სულ მცირე, დასასახელებელია ახალი კანდიდატი ფინანასთა სამინისტოსთვის. იქნებიან, ასევე სხვა ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობის შემადგენლობაში. ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია, თუმცა რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას", - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი