უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აპრილი, 2020 14:30
font-size

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება ბინაზე - ლევან რატიანი

„მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთე განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტზე, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. მინდა, ყველას განვუმარტო – დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს „კოვიდ 19“-ით ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია ვირუსის სტრატეგია, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული რეკომენდაციებით. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, უჭირდა სუნთქვა. იყო სულმულენტური ანუ ძილიანი. აქედან გამომდინარე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ანამნეზის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 97 პროცენტია.

„გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავით ყველა, რადგან არსებობს ასეთი პაციენტების შეფასების შკალები, რომლის შედეგად 97 პროცენტში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით. მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. ჯანმოს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირა გადავა თვითიზოლაციაში და გააგრძელებს ცხოვრებას ისე როგორც ცხოვრობდა მანამდე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია მოთავსებული. მათგან 19 ინფიცირებულია, დანარჩენები დაკვირვებისა და კვლევის ქვეშ არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი