პოლიტიკა
მთლიანობაში რეფორმები არის მოწონებული - სოზარ სუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაზე
საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოიწონა.
სუბარის თქმით, სამთავრობო გუნდი აპირებს, ბონუსების სისტემაში ზედა ზღვრის გარდა სხვა მექანიზმები შეიტანოს.
„ვენეციის კომისიის დასკვნას ბუნებრივია გავეცანი, ეს არის დაახლოებით ის, რისი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა. მთლიანობაში რეფორმები არის მოწონებული. არის რამდენიმე საკითხი, რაზეც წინასწარ გვქონდა განცდა და ინფორმაციაც, რომ იქნებოდა შენიშვნები, ეს შენიშვნები ნამდვილად არის. ეს შეეხება მაგალითად, ბონუსის სისტემას. არა ის, რომ ბონუსის სისტემა მიუღებელია, არამედ ის, რომ ბონუსის სისტემას უნდა ჰქონდეს გარკვეული ზედა ზღვარი, თუმცა ჩვენი პასუხი ამაზე არის, რომ არა მხოლოდ ზედა ზღვარს ვაწესებთ, არამედ, გაცილებით უფრო რთული მექანიზმი შემოგვაქვს, რომელიც შეუძლებელს ხდის მომავალში აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა სუბარმა.
სუბარმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონა პრეზიდენტთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლიბებები.
მინისტრის თქმით, თითქმის შეუძლებელია ვენეციის კომისიის რჩევის შესრულება, რომ ახალი კონსტიტუცია საყოველთაო კონსესუსის გზით იყოს მიღებული.
„ერთი რამ არის, როდესაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ უნდა იყოს სრული კონსესუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუ ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ეს შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია ყველა ადამიანს ჰქონდეს ერთი აზრი. ვერ წარმომიდგენია საქართველოში დადგეს დრო, როდესაც ვთქვათ, ერთ მხარეს ”გირჩი” და მეორე მხარეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთ პოზიციაზე იქნება მიწის არა მოქალაქეებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. ასეთი უამრავი თემაა - საპრეზიდენტო მმართველობა, საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია, თუ რამე სხვა შუალედური, ამაზე საზოგადოებაში 100%-იანი კონსესუსი არასდროს არ იარსებებს. ჩვენ თუ დავიწყებთ ასეთი კონსესუსის ლოდინს, მაშინ მოგვიწევს საკონსტიტუციო რეფორმის 4, 8, ან 80 წლით გადატანა და შეიძლება მაშინაც არ არსებობდეს ასეთი კონსესუსი”, - განაცხადა მინისტრმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

