უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 სექტემბერი, 2018 10:40
font-size

მცხეთა-მთიანეთში „არაგველობა 2018“ აღინიშნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის ახალგაზრდების ინიციატივით, კრწანისის ბრძოლის 300 არაგველი გმირის ხსოვნის პატივსაცემად, „არაგველობა 2018“ გაიმართა. ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება და ქართული სიმღერის, ცეკვის, საბრძოლო ხელოვნების ჩვენების ფონზე მიმდინარეობს.

ეს დღე, შეკრებილ საზოგადოებასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ აღნიშნა. მხარის გუბერნატორის განცხადებით არაგველობა არის დღესასწაული, რომელიც სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია:

„არაგველობა და კრწანისის ბრძოლა ეს არის საქართველოს ისტორიაში პატრიოტიზმის და სამშობლოს მიმართ თავდადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი. ვულოცავ არაგველებს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. ვისურვებდი კიდევ ბევრი ღირსეული არაგველი გაეზარდოს ჩვენს სამშობლოს და არაგვის ხეობას“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

„არაგველობა“ ქვეშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდველზე 300 არაგველის ხატის დაბრძანებით და მოლოცვით დაიწყო.

გაიმართა სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები.

,,ოცნებისთვის` 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს - TI

6 სექტემბერი, 2024 , 13:23

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველს" ცნობით, ბათუმის მერიამ შპს "ახალი ბულვარს" 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნა

ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

4 სექტემბერი, 2024 , 16:00

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ოთხი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ტყეში ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

4 სექტემბერი, 2024 , 11:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლი

გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - ირაკლი ქარსელაძე

2 სექტემბერი, 2024 , 11:44

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, განახლებული გზა სანდარტებს სრულ

დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია - მამუკა ხაზარაძე

30 აგვისტო, 2024 , 17:53

“დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია“- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მაღალმთიანი აჭარაში,

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა

27 აგვისტო, 2024 , 15:16

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია&nbs

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი