უკან
საზოგადოება
1 ივნისი, 2018 12:15
მცხეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მცხეთაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით. ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში, ის დაბზარულია, ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურულია კრამიტით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სარკმელია დატანილი. შესასვლელში ჩადგმულია რკინის კარები.
ეკლესია ახლად რესტავრირებულია: ფასადები ცემენტითაა შელესილი. ლავგარდანი ახლად არის გაკეთებული აგურით.
ეკლესია გვიან შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.