უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2019 21:56
font-size

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო.

ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწარმოს დამფუძნებლებმა საწარმოს იდეაზე და ძირითად საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოს სამუშაო პროცესს, საწარმოს თანამშრომლებს დასაქმება მიულოცა და ახალ საქმეში წარმატებები უსურვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია, რადგან პატიმრებისთვის დასაქმების ახალ კერებს ქმნის. დასაქმება კი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც “მედიანიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნონეს, სოციალური საწარმო N16 დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში მიღებული გრანტით დაფუძნდა. ამ ეტაპზე სოციალურ საწარმოში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ხუთი მსჯავრდებულია დასაქმებული.

ინფორმაციისთვის, პროექტს „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, სამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG), 2017-2018 წლებში სამჯერ გამოაცხადა იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის, რომლის შედეგად დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო.

2018 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა N16 პენიტენციური დაწესებულებიდან ორმა მსჯავრდებულმა, ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა იდეით: დისტანციური საქმიანობის შესრულება N16 პენიტენციური დაწესებულებაში (დოკუმენტების, წიგნების გაციფრულება, თარგმანი, ვიდეო სუბტიტრების შესრულება და ა.შ.). იდეის ავტორებმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა ეტაპობრივად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება და ამჟამად პროექტის მართვას დაწესებულების გარეთ ახორციელებენ. საწარმო, 2019 წლის აგვისტოში აღიჭურვა საჭირო ტექნიკით და დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვს რამდენიმე შეკვეთა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი