უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აგვისტო, 2018 14:25
font-size

ნარკოტიკი ადამიანს პირდაპირ ამზადებს ეშმაკთან ურთიერთობისთვის - დეკანოზი დავით ქვლივიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება. ამით ფაქტობრივად ერის განადგურება მოხდება, - ასე ეხმიანება დეკანოზი, დავით ქვლივიძე მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას.

როგორც დეკანოზმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნარკოტიკები სულიერ დეგრადირებასა და ფიზიკურ განადგურებას იწვევს.

„ნარკომანია არის სატანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სატანის რიტუალის მთავარი ნაწილია. როგორც მარხვა და ლოცვა ამზადებს ადამიანს წმინდა ზიარებისთვის, ნარკოტიკი ადამიანს პირდაპირ ამზადებს ეშმაკთან ურთიერთობისთვის. ეს იწვევს ადამიანის როგორც სულიერ დეგრადირებას, ასევე ფიზიკურ განადგურებას. არამარტო პიროვნების, არამედ მთელი ერების", - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი ასევე გამოეხმაურა იმ მოსაზრებას, რომ თუ ღვინო დაშვებულია, მარიხუანაც დაშვებული უნდა იყოს და აღნიშნა, რომ ღვინო არაა შემამსუბუქებელი გარემოება, პირიქით, დანაშაულის ჩადენისას ის დამამძიმებელი გარემოება ხდება.

"ღვინო მაღაზიაში იყიდება, მაგრამ დალიე და დაჯექი საჭესთან - ჩამოგართმევენ მართვის უფლებას. აბა ნასვამმა ჩაიდინე დანაშაული, ორჯერ უფრო მძიმე დანაშაულია. ღვინო შემამსუბუქებელი კი არა დამამძიმებელი გარემოებაა. ასე უნდა გაკეთდეს ნარკოტიკზეც. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ადამიანს საჭესთან თუ დაიჭერ, აუცილებლად უნდა აუკრძალო მართვა, ასევე, არ შეიძლება სამხედრო პირი იყოს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ", - განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. ამით ფაქტობრივად ერის განადგურება მოხდება. როგორც სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე წითელ არმიას მოუძღოდნენ წინ, დაიპყრეს და გაანადგურეს, ესენი სულიერად ანადგურებენ", - განაცხადა დეკანოზმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

26 სექტემბერი, 2025 , 11:29

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმა

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს