უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 აპრილი, 2020 18:55
font-size

ნატო ჩხეიძე: იყოს, იყოს და გაისმოდეს ეს “თერმოსკრინინგი”, მით უფრო “პროაქტიური” თუა...

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

სერიიდან: იყოს, ისმოდეს...

ტრიბუნიდან , რომელსაც აწერია შტოპჩოV.გე რომ მოისმენ ასეთ ფრაზას: “...საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს პროაქტიური თერმოსკრინინგი”, დამამშვიდებელი ტალღა გადაუვლის შენს სახესა და სულს, რადგან ეს “თერმო” და “სკრინინგი”, თანაც “პროაქტიური”, მთელს ტერიტორიაზე რომ მიმდინარეობს, ეს უცხო რამ სიტყვები მალამოსავით გედება;

დამცავი ფარივითაა, შენი ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის პროაქტიურ თერმოსკრინინგს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე რომ ატარებს. .

ჰოდა, უმუშევრობით გამოწვეული ნერვიულობა, გადაუხდელი გადასახადების (კომუნალური თუ ბანკის თუ სხვა მსგავსი თუ უმსგავსის ) გამო შეშფოთება, თვითიზოლაციისა თუ საგანგებო რეჟიმისაგან გამოწვეული საყოველთაო ფსიქოლიგიური ტრავმა, ქვეყნის ეკონომიკის უცილობელი ჩამორჩენა და შენი პირადი თუ საზოგადოდ ქვეყნის სამომავლო ყოვლად უამური პერსპექტივის წარმოდგენა სულ უკანა- უკან იწევს, ლამის კიდეც ხუნდება და ყურში საამურად გეღვრება დამაიმედებელი სიტყვები: “პროაქტიური თერმოსკრინინგი”.

აბა რატომღა გაგანდობთ, მეგობრებო და ნაცნობ- უცნობებო, რომ ეს ფრაზა ადამიანურ ენახე თერმომეტრით სიცხის გაზომვაა, სულ ეგ არის, გეფიცებით, თერმომეტრის შუბლთან მიტანაა, ეგ არის და ეგ!..

მაგრამ როგორ მაგიურად ჟღერს, როცა ამას ამბობ ტრიბუნიდან, შტოპჩოV.გე რომ აწერია...

ამიტომაც იყოს, იყოს და გაისმოდეს ეს “თერმოსკრინინგი”, მით უფრო “პროაქტიური” თუა...“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი