უკან

კომენტარი

30 სექტემბერი, 2020 14:20
font-size

ნატო ჩხეიძე: „ქართული ოცნება“ აგონიაშია ხელისუფლების დაკარგვის შიშით

„მაშინ, როცა ჩვენი ევროპული პარტნიორები და აგრეთვე ამერიკის ელჩი გვეუბნებიან, რომ აღარ უნდა განმეორდეს ძალადობა, მოსყიდვა, უსამართლობა, რაც წინა არჩევნებზე იყო, და ივანიშვილის რეჟიმი იგივენაირად იქცევა, - ეს არის გამოწვევა როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო პარტნიორი საზოგადოების,“ - ასე ეხმაურება ხაშურისა და ქარელის ოლქში “ძალა ერთობაშია“- ს მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე 29 სექტემბერს მარნეულში განვითარებულ მოვლენებს.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ აგონიაშია ხელისუფლების დაკარგვის შიშით და უკანონო სისტემური ქმედებებით ცდილობს მმართველობის შენარჩუმებას.

„მარნეულის გუშინდელი ძალადობრივი მოვლენები, როცა სცემეს სამოქალაქო აქტივისტი, იძალადეს ჟურნალისტზე, დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა პირადი საკუთრება და ამ მოვლენებში მონაწილეობდა სახელმწიფო ჩინოვნიკი, - ეს უკვე აღარ არის კერძო დანაშაული, ეს სამთავრობო სისტემური დანაშაულია.

მაშინ, როცა ოცნების ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაპირდა საზოგადოებას, რომ არჩევნების პერიოდში მოიქცეოდა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და “ეთიკის კოდექსს “ ხელი მოაწერა; მაშინ, როცა ჩვენი ევროპული პარტნიორები და აგრეთვე ამერიკის ელჩი გვეუბნებიან, რომ აღარ უნდა განმეორდეს ძალადობა, მოსყიდვა, უსამართლობა, რაც წინა არჩევნებზე იყო, და ივანიშვილის რეჟიმი იგივენაირად იქცევა, - ეს არის გამოწვევა როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო პარტნიორი საზოგადოების.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია ხელისუფლების დაკარგვის შიშით და უკანონო სისტემური ქმედებებით ცდილობს მმართველიბის შენარჩუმებას, რასაც საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო დამკვირვებლები ერთობლივი ძალით აღარ დაუშვებენ.

ეს ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება მართლაც შეიცვლება და ახალი, კოალიციური მთავრობა შექმნის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს „პარაშას“, მაგას დაგანახებთ - გივი თარგამაძე

30 აპრილი, 2024 , 10:52

მართლა იფიქრეთ, ამ ქვეყანას პუტინს ჩააბარებთ მაგ ჩაიდანის ბელადობით? მთელი დარჩენილი ჩმორული ცხოვრების მანძილზე ინანებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გივი თარმაგაძე სოციალურ ქსელშ

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი