საზოგადოება


ნატო ჩხეიძე: უნდა დაესვას წერტილი მამის წამებას
უნდა დაესვას წერტილი მამის [მალხაზ მაჩალიკაშვილი. რედ] წამებას. უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და უნდა მოვიწვიოთ ძალოვნები და ის ჩვენი უნაღვლელი და უდარდელი მინისტრიც იქ არ იქნება? - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოვითხოვ, დაესვას წერტილი ჩემს წამებასაც... - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი
არადა, რას მოითხოვს ასეთ ძნელად შესასრულებელს?..
საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს პარლამენტში.
აქამდე კი იყო ძნელიც და შეუძლებელიც ეს მოთხოვნა, მაგრამ ახლა, ჩვენ თუ შევედით პარლამენტში, უნდა გახდეს შესაძლებელი.
მეც მოვითხოვ!
მთელი ოპოზიციაც მოითხოვს!
50 დეპუტატის ხელმოწერა შეგროვდება!
როგორ არ შეგროვდება.
მერე აგვიხსნან კომისიაზე ამ ჩვენმა ძალოვნებმა ისე და იმგვარად, ამ ორიოდე წლის წინ დახურულ სხდომაზე რომ წარმოსდგნენ.
მერე აგვიხსნას ისე და იმგვარად, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, კირილე მიმინოშვილისაგან რომ ვერ გაარჩევდი, ისე უნაღვლელად და უდარდელად რომ გვეჭუკჭუკებოდა ნონსენსებს.
უი, უი, რეები თქვა...
უი, უი, რა უშნოდ დამონტაჟებული ფირ-ფილმი გვიჩვენა.
ესაო, ნახეთო რა არის წარმოდგენილი ამ ფილმშიო, აი, ტერორისტებიო, ნახეთ, რეებს სჩადიანო, და ჩვენც ვუყურებთ კბილებამდე შეიარაღებულ კაცებს და მარტო თვალებგამიჩენილ ქალებს, ყველანი ერთად საშიშად რომ იმზირებიან და უფრო საშიშად რომ მოძრაობენ.
აიო, ამ კაცის( ლაზერიან საჩვენებელ ჯოხს კირილეს ყანივით აპროწიალებს მინისტრი) მეგობროს მამიდაშვილის სიძის მეზობლის ძმისშვილმა ( დაახლოებით ასე ჟღერდა) დაურეკა თემირლან მაჩალიკაშვილს და უთხრა, რომ გადმოგირიცხავთ თანხას და ჩვენთვის საჭირო ნივთები შეიძინე და გადმოგვეციო და ამანაცო, მიიღო გადმორიცხული თანხაო, წარმოგიდგენიათო, შეიძინა მათთვის საჭირო ნივთებიო, აცნობიერებთო და მიუტანა, თავის ხელით მიუტანაო, ხვდებით, უშვებთ ასეთი ქმედების პიროვნებას რა ზრახვები უტრიალებს თავშიო.
ჩვენც შევყურებთ ისედაც თითის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ჯავშან- აბჯარში ჩასმულ საშიშსახიან ადამიანებს და გაციებს და გაჟრჟოლებს, თან ამ ჩვენი მინისტრის შემპარავი კითხვები გიფორიაქებს სულსა და გულს...
და რაც ძალი და ღონე შემრჩენოდა, მოვიკრიფე და ვკითხე;
- რა თანხა გადმოურიცხეს- მეთქი.
-500 დოლარიო - იყო პასუხი
- რა იყიდა-მეთქი
- ოთხი ცალი მობილური ტელეფონიო და თავის ხელით გადასცაო,- კითხვა აღარ დამასმევინა და სრული პასუხი გამცა ამ ჩვენმა უდარდელმა მინისტრმა.
500 დოლარად 4 ცალი ტელეფონი შეუძენია მეზობლის თხოვნით ამ საწყალ ბიჭს.
ტანკი კი არა, ავტომატი კი არა, ტყვიები კი არა, ზარბაზანი კი არა, კურარეთი მოწამლული ისრები კი არა, საყოფაცხოვრებო სარგებლობის მობილური ტელეფონი შეუძენია.
ალბათ ტერიტისტებსაც ადგებათ თავისნთ ძალიან ცუდ საქმეებში, მაგრამ მაინც ტელეფონია, ერთი ცალი 125 დოლარის ღირებულების.
4 ცალი 400 ლარიანი( მაშინდელი კურსით) ტელეფონი შეუძენია მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილს.
....
უნდა დაესვას წერტილი მამის წამებას.
უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და უნდა მოვიწვიოთ ძალოვნები და ის ჩვენი უნაღვლელი და უდარდელი მინისტრიც იქ არ იქნება?..
პ.ს. დახურული კი იყო, მაგრამ დახურული სხდომის ოქმებიც უნდა ინახებიდეს წესით პარლამენტის არქივში,“- დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42