უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
არქივი
პოლიტიკა
ნატო-ს წევრი ექვსი სახელმწიფო მზად არის, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს - იენს სტოლტენბერგი
შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაძლიერებაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 6 ქვეყნის მონაწილეობით, გაიზრდება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების კონტინგენტი.
„ჩვენი ძალები ნამდვილად მრავალეროვნული იქნება. ვაგზავნით მკაფიო მესიჯს. ნატო დგას როგორც ერთი ორგანიზაცია და ნებისმიერ ჩვენს მოკავშირეზე თავდასხმა ჩაითვლება ყველა ჩვენგანზე თავდასხმად. ალიანსი აკეთებს იმას, რასაც ამბობს. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს. დღეს განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ყოფნის გაძლიერების პროგრესი. მრავალეროვნული ბრიგადა რუმინელების ხელმძღვანელობით ხმელეთზე განთავსდება. ვმუშაობთ საჰაერო და საზღვაო ზომების დახვეწაზე. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ყოფნის გაძლიერებაში. მათ შორის არიან: შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი,“-განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტერიალის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რუსეთი და მისგან მოსალოდნელი საფრთხეები რჩება.
„შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობის თემა, მათ შორის რუსეთის სწავლებები, კავკასია 2016 და სარაკეტო სისტემების "ისკანდერების" განლაგება კალინინგრადში. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი ახდენს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას და რაც მთავარია ვნახეთ, რომ მას აქვს სურვილი გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების ყირიმის, უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ, ასევე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მუქარის რიტორიკაც. ასე რომ ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება და სანდო შემაკავებელი მექანიზმი შეიმუშავოს უსაფრთხოების კუთხით ახალი გარმოსთვის. ნატო არ არის ძლიერი იმისთვის, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს, ნატო ძლიერია, რადგან ჩვენ გვსურს კონფლიქტის აღკვეთა,“-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, რომლის ციტატის თარგმანსაც რუსთავი 2 ავრცელებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

