უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2018 17:25
font-size

ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს და ამ კუთხით რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს. აღნიშნულზე ჯანეზაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, საეჭვოა გიორგი მიქაუტაძის სურვილი, გახდეს უვადო მოსამართლე დღეს, იმ ფონზე, როდესაც სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ბოლოს ეწურება. ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჩქარობს, სასურველი შედეგი თანამდებობაზე ყოფნის დროს მიიღოს.

გარდა ამისა, ჯანეზაშვილი იხსენებს 2016 წელს გონიოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილსა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც ამ დროისთვის ორი საქმე არის აღძრული – ერთი არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე, ხოლო მეორე მოსამართლის მიმართ მუქარაზე.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მიქაუტაძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. კიკილაშვილი დღეს უვადო მოსამართლეა, რასაც ჯანეზაშვილი პირდაპირ აკავშირებს მოქაუტაძის საქმესთან.

ჯანეზაშვილი მოუწოდებს მედიას, დაინტერესდეს აღნიშნული გარემოებებით და მისცენ აღნიშნულ გარემოებებს სათანადო შეფასება. (1tv.ge)

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი