უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 ივნისი, 2017 12:20
font-size

ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას სახლებში, ვერ შეუშლის ხელს ჟენევის ფორმატს - იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის ფორმატს, რადგან იგი არის დისკუსიების ძირითადი ადგილი, სადაც მხარეები კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ელჩი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსი დიპლომატის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დევნილთა მხარდასაჭერი რეზოლუცია გააპროტესტა და აღნიშნა, რომ იგი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

იან კელის თქმით, ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას სახლებში, ვერ შეუშლის ხელს ამ ფორმატს.

,,შესაბამისად, მტკიცება,თითქოს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, არასწორია და არ ვეთანხმები’’, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

იან კელი მიესალმება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდას და აღნიშნავს, რომ შტატები დევნილების პრობლემების მოგვარების ყველა შესაძლო გზას დაუჭერს მხარს.

"ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ყურადღების გამახვილება იმ სიძნელეებზე, რასაც იძულებით გადაადგილებული პირები აწყდებიან საქართველოში. მათ მოუწიათ საკუთარი საცხოვრებლის დატოვება, სადაც მათი ოჯახები, თაობები ცხოვრობდნენ. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავუჭიროთ მხარი რეზოლუციას ამ კონფლიქტის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმისათვის, რომ დევნილებს ჰქონდეთ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების შესაძლებლობა" - აღნიშნა იან კელიმ.

ნინო ექვთიმიშვილი

პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ

18 სექტემბერი, 2025 , 19:49

არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებ

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება

18 სექტემბერი, 2025 , 19:44

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრე

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმ

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2025 , 19:30

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათ

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2025 , 19:27

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის არაოფი

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე

17 სექტემბერი, 2025 , 12:35

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარ