უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2025 15:52
font-size

ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს არხის 4 მილიონამდე ლარის თანხა - გიორგი ქურდაძე

„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ტვ პირველის 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა.

ნიკა გვარამიას განცხადება, რომ "მთავარ არხს" ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი.

„მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფისა მილიონობით დავალიანებებზე.

მთლიანობაში „მთავარი არხის“ ვალი 25 მლნ-ს აღემატება.

ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს “მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით.

„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა. ხოლო ფიქტიური დირექტორი - ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. ნიუ სეილსში აკუმულირებული მთავარი არხის 4 მლნ - მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს.

ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ მთავარ არხს, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედაგად კი მთავარს არხს მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.

ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარი არხი“, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარი არხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.

ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი