სამართალი


ნიკა მელიას ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა, რადგან ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა იწურება დღეს, ღამის 12:00 საათამდე
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმის სხდომა ვერ ჩატარდა და ხვალისთვის გადაიდო. გადადების ოფიციალური საფუძველი გახდა პროკურორების გამოუცხადებლობა. მათ გუშინ წერილობით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს გაცდენის საპატიოდ ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ ტრენინგს უნდა დასწრებოდნენ და არ ეცალათ.
მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა, რადგან ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა იწურება დღეს, ღამის 12:00 საათამდე. შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობისას პროკურორებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა ეთქვათ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ამიტომ, მისი პატიმრობაა საჭირო.
მოსამართლემ სხდომა ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე დანიშნა. ადვოკატმა სხდომის სხვა დროს დანიშვნა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ ხვალინდელი დღე მას დაკავებული ჰქონდა. თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა.
კონდახიშვილი ამბობს, რომ პროკურორების მოთხოვნით სხდომის ერთი დღით გადადება და ასვოკატის მიერ იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობა ამყარებს ეჭვს, რომ აპირებენ მელიას დაპატიმრებას რაც შეიძლება მალე.
“პროკურატურამ დღეს ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, გადადეს პროცესი. გამართლდა ჩემი მოლოდინი – ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა იწურება ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა, მოეთხოვა მისი დაპატიმრება. ეს იყო შეთანხმებული, როგორც ჩანს, სასამართლოსთან. მოგეხსენებათ, პროკურორებთან მიმართებით შესაძლებელია ნებისმიერი საფუძვლით პროცესის გადადება.
თუმცა, როდესაც ადვოკატმა, მე, მოვითხოვე, რომ ხვალ მე მაქვს მთელი დღე დაგეგმილი, მაქვს სხვა სასამართლო პროცესი, მაქვს დაგეგმილი აქტივობები სხვადასხვა კლიენტებთან მიმართებაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ამით პირდაპირი მნიშვნელობით ირღვევა ნიკა მელიას დაცვის უფლება, ვინაიდან თვითონ არ ცხადდება და ერთი ადვოკატი წარმოადგენს მას პორცესზე. მოსამართლემ არ გაითვალისწინა აღნიშნული და ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა პროცესი”, – განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა მელია აცხადებს, რომ არ დაესწრება არც ხვალინდელ პროცესს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზურაბ ჯაფარიძის დაკავების დღეს სასამართლოში პოლიციელთა და მანდატურთა განსაკუთრებული მობილიზება იყო, შეზღუდეს მოქალაქეთა შესვლა როგორც სასამართლოს შენობაში, ისე ეზოში. სასამართლოს ტერიტორიაზე გადაადგილებაზე პრობლემა ჰქონდათ ადვოკატებსაც. ასევე, მედიას, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, უფლება არ მისცეს კამერები შეეტანათ სასამართლოს შენობაში. ჯაფარიძის სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო სხდომის დარბაზთან – მანდატურებმა ძალის გამოყენებით გამოაგდეს მოქალაქეები სასამართლოს შენობიდან, ეზოსთან კი რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
“მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი – ადვოკატი”, – განაცხადა მელიამ TV პირველის 22 მაისს.
საკვანძო სიტყვები:
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
26 სექტემბერი, 2025 , 12:32
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი
24 სექტემბერი, 2025 , 13:06
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
23 სექტემბერი, 2025 , 18:29
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17