უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 მარტი, 2021 11:25
font-size

ნიკოლოზ და ამირან გამყრელიძეები ალბათ, ოჯახში გაარკევენ, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ - ეკატერინე ტიკარაძე

ნიკა გამყრელიძე არ არის ჩემსა და ბატონ ამირანს შორის უთანხმოების საბაბი, ვინაიდან ჩვენ შორის უთანხმოება არ არსებობს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„წინა ჩართვაში, როცა მკითხეს, არსებობს თუ არა უთანხმოება ჩემსა და ბატონ ამირან გამყრელიძეს შორის, მინდოდა მეკითხა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენ შორის უთანხმოების საბაბი. თქვენ კითხვაში მე ამოვიკითხე, რომ თურმე, ეს საბაბი შეიძლება იყოს ნიკა გამყრელიძე. მინდა, ვთქვა, რომ ნიკა გამყრელიძე არ არის ჩემსა და ბატონ ამირანს შორის უთანხმოების საბაბი, ვინაიდან ჩვენ შორის უთანხმოება არ არსებობს. ბატონი ნიკოლოზი და ბატონი ამირანი ალბათ, ოჯახში გაარკევენ იმას, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სამთავრობო გუნდმა, ვინაიდან ისიც არის ერთ-ერთი მთავარი საბჭოს მთავარი ფიგურა, რომელიც უკვე ერთი წელია, სამთავრობო გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა უთანხმოება, ან აზრთა სხვადასხვაობა მასა და ამირან გამყრელიძეს შორის, რაც თავად ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად უარყო, მაგრამ ამ შესაძლო უთანხმოებაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადების შემდეგ, როდესაც ის სამთავრობო უწყებებს ვაქცინაციის გააქტიურების კუთხით კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევდა და ამბობდა, რომ მინისტრები მწარმოებლებს ოთახებში ესხდნენ და ვაქცინა ასე მოიპოვეს.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი